თანხების შეგროვების და წვდომის კონტროლის სისტემა
თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი გადმოწერე აპლიკაცია

რას გთავაზობთ
ჩვენ ვაერთიანებთ ბინის მაცხოვრებლებისთვის აუცილებელ ძირითად ფუნქციებს ერთ მარტივ, მოქნილ და თანამედროვე სისტემაში.
- ჩვენი მოწყობილობები მარტივად ეწყობა უკვე არსებულ შლაგბაუმებზე, სადარბაზოს კარებზე, ლიფტებსა და ავტოსადგომებზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია „შლაგბაუმის“ და/ან „სადარბაზოს კარის ელექტრონული საკეტი“-ს მონტაჟი და მათი ინტეგრაცია სმარტ სისტემაში.
- მაცხოვრებლებს წვდომა შეუძლიათ მობილური აპლიკაციით, RFID ჩიპით, დროებითი PIN კოდით ან QR კოდით — ინტერნეტის გარეშე.
- აპლიკაცია აჩვენებს მაცხოვრებლის ბალანსს, გადახდების ისტორიას და გააქტიურებულ მოწყობილობებს როგორიცაა შლაგბაუმი, სადარბაზოს კარი, ლიფტი, ავტოსადგომი.
- შეგროვილი თანხიდან ავტომატურად იფარება საკომისიო და კომუნალური ხარჯები, ხოლო დარჩენილი თანხა ირიცხება კორპუსის საერთო ანგარიშზე.
- კორპუსის თავმჯდომარე და სხვა უფლებამოსილი პირები ხედავენ სრულ ფინანსურ ინფორმაციას და მიმდინარე დავალიანებებს.
- გაეცანით სერვისებისა და ფუნქციონალის ჩამონათვალს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 596 72 22 33 ან [email protected]

სერვისები
წვდომის კონტროლი
შლაგბაუმის და ავტოსადგომის კარის გაღება შესაძლებელია მობილური აპლიკაციით ან პულტით, ხოლო სადარბაზოს კარისა და ლიფტის გამოყენება — როგორც აპლიკაციით, ასევე RFID ჩიპით, დროებითი პინ კოდით და QR კოდით.
თანხების შეგროვება
მაცხოვრებლების შენატანები გროვდება და ნაწილდება კორპუსის საჭიროებების შესაბამისად.
გადასახადების დაფარვა
აგროვილი თანხიდან ავტომატურად იფარება ყველა აუცილებელი კომუნალური გადასახადი — მათ შორის: ელექტროენერგია, წყალი, დასუფთავება და ჩვენი საკომისიო.
შლაგბაუმის ინსტალაცია
შლაგბაუმის მონტაჟი და მისი სმარტ სისტემაში ინტეგრაცია ან უკვე არსებული შლაგბაუმის მართვა.
სადარბაზოს კარი
სადარბაზოს კარის ელექტრონული საკეტის მონტაჟი და მისი ინტეგრაცია სმარტ სისტემაში, ან უკვე არსებული ელექტრონული საკეტის მართვა.
გამჭვირვალობა
სურვილის შემთხვევაში, კორპუსის ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთ არჩეულ წარმომადგენელს, ასევე ყველა მაცხოვრებელს.

ფუნქციონალი
აპლიკაცია
გააღეთ შლაგბაუმი, სადარბაზოსა და ავტოსადგომის კარი და გამოიყენეთ ლიფტი — ყველაფერი ერთი აპლიკაციით, ინტერნეტის გარეშე.
პინ კოდი და QR კოდი
აპლიკაციაში ხელმისაწვდომია პინ კოდი და QR კოდი, რომელიც 24 საათში ერთხელ ნახლდება და გამოიყენება როგორც სადარბაზოს კართან, ასევე ლიფტში.
Rfid ჩიპები
მოთხოვნის შესაბამისად, მაცხოვრებლებს გადაეცემათ RFID ჩიპები, რომლებითაც შეძლებენ სადარბაზოს კარის გაღებას და ლიფტის გამოყენებას.
ბალანსის შევსება
ბალანსის შევსება შესაძლებელია საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის მობაილ ბანკიდან და გადახდის აპარატებიდან.
სტუმრის დაშვება
სტუმარს შეგიძლიათ გაუზიაროთ დროებითი პინ კოდი ან QR კოდი — ერთიდაიგივე კოდით შეძლებს სარგებლობას როგორც სადარბაზოს კარით, ასევე ლიფტით.
აპლიკაციის გადმოწერა
გადმოწერე აპლიკაცია iOS-ის ან Android-ისთვის.
